ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი ავტომანქანა ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
უწყების ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლი დადგენილია.