თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე ინგა ჩვამანია, რომელმაც თანამზრახველთა დახმარებით გამოიყენა არარსებული პიროვნების სახელზე ყალბად დამზადებული, ქ. თბილისში, გრიშაშვილის #48-ში მდებარე ერთ-ერთი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ნოტარიალური ბეჭდების გაყალბებით ბინა ჯერ საჯარო რეესტრში თავის სახელზე დაარეგისტრირა და შემდგ კი - იპოთეკით დატვირთა.
მიმიდნარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
180-ე და 362-ე მუხლებით, რაც შესაბამისად ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე და სამ წლამდე ვადით.