თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში დამსვენებელთა მასობრივი მოწამვლის ფაქტს ჰქონდა ადგილი.
გავრცელებული ინფორმაციით, 15 რუსი ტურისტი ჰოსპიტალიზირებულია. ყველა მათგანი მოზარდია.
ოფიციალური ინფორმაცია მოწამვლის მიზეზებთან დაკავშირებით არ ვრცელდება, თუმცა სხვადასხვა მონაცემებით ადგილი აქვს ნაწლავური ინფექციის გავრცელებას. მოწამლულებს აქვთ მაღალი სიცხე 39.2.
ექიმები აცხადებენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ბავშვების მშობლები სავარაუდოდ სასტუმროს მეპატრონეების წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოში შეიტანენ.