მოძრაობა თალიბანის ლიდერის მოლა მუჰამედ ომარის განცხადებით, ავღანეთში თალიებები ომს იგებენ და ნატოს სამხედრო კამპანია სრულად ჩავარდა. მოლა ომარის განცხადებები მუსულმანური ფესტივალის, რამადანის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ჯიჰადურ საიტებზე განთავსდა.
მოლა ომარმა აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ქვეყნის ტერიტორიიდან ჯარების დაუყოვნებლივ, უპირობოდ გაყვანისაკენ მოუწოდა.
"ჩვენი ისლამური ერის გამარჯვება შემოჭრილ მტერზე ახლოვდება. ეს მოხდება ერთიანობით, საკუთარი თავისა და ალაჰის რწმენით", - განაცხადა ომარმა და აღნიშნა, რომ როდესაც თალიბები სრულ გამარჯვებას მიაღწევენ, ისინი ავღანეთში შექმნიან "დამოუკიდებელ, ისლამურ, ძლიერ სახელმწიფო სისტემას".
მოლა ომარმა საკუთარ მებრძოლებსაც მიმართა და მათ თალიბების კოდექსისი დაცვისაკენ მოუწოდა. ომარის განცხადებით, თალიბებმა მშვიდობიან მოსახლეობას ზიანი არ უნდა მიაყენონ.