ბათუმის საკრებულოს სხდომაზე პარკირების საკითხის განხილვას კამათი მოჰყვა. ფრაქცია „ბათუმის" წევრმა, „ქრისტიან-დემოკრატმა" ნაზი ქობულაძემ განაცხადა, რომ ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. წ. სტაიანშიკები ფულს აგროვებდნენ და ყოველ საღამოს თანხას ბულვარის დირექტორს აბარებდნენ.
სხდომაზე მერიის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ „ბათუმში ვისაც არ ეზარებოდა, პარკირებაზე ყველა ფულს აკეთებდა".
ქობულაძემ ბათუმის საკრებულოს დედაქალაქის მოდელის გადმოტანა შესთავაზა, რასაც საფინანსო კომისიის თავმჯდომარე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბათუმში უკეთესი სისტემა ჩამოყალიბდება და თბილისის მაგალითი უადგილოა.
საკითხის მოგვარების მიზნით ნორმების შემუშავება ბათუმის მერიას დაევალა,
რაც იანვარში უნდა დასრულდეს, კანონი კი ძალაში თებერვლიდან შევა.