ვლადიკავკაზში ბაზარში მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით რვა ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ჩრდილო ოსეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ვლადიკავკაზის ცენტრალურ ბაზარში მომხდარი აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა და ათობით დაიჭრა", _ იუწყება რუსული მედია.
წინასწარი მონაცემებით, ბაზრის ტერიტორიაზე აფეთქებულია ავტომობილი. აფეთქების სიმძლავრე იმდენად ძლიერი იყო, რომ მის შედეგად ახლომდებარე შენობების ფანჯრები ჩაიმსხვრა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.