იმ დროს ყველგან ირინა ენუქიძის ხმა ისმოდა და არ გქონდათ სურვილი, რომ მაშინ მისთვის სიტყვა მიგეცათ?, - ასე მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა არა დოლიძემ საბჭოში გასაუბრებაზე მყოფ მოსამართლე ლევან მურუსიძეს.
მურუსიძის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის საქმეს მაშინ უზენაესი სასამართლო ქვედა ინსტანციებში ვერ დააბრუნებდა.
"თქვენ ახლა მორალურ პასუხისმგებლობას მაკისრებთ?! მე ამ შემთხვევაში სამართლებრივი ანუ კანონის კუთხით გამოვდივარ. მორალით კი შესაძლოა, ორივე ერთნაირად ვფიქრობდეთ, თუმცა საბოლოო ჯამში, მაინც კანონიდან გამომდინარე გამოვდივართ.
საკასაციო ინსტანციაში პროკურატურას მსჯავრდებულების სასჯელის დამძიმება არ მოუთხოვია, ხოლო დაზარალებულს სააპელაციო საჩივარი ჰქონდა გამოტოვებული. ანუ რეალურად შეუძლებელი იყო ამ საქმეზე სხვა გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა მურუსიძემ, რაზეც დოლიძემ უპასუხა, რომ მისთვის ეს არ არის დამაკმაყოფილებელი პასუხი.