ცენტრალურ ინდოეთში, მადხა პრადეშის შტატში, სამგზავრო ავტობუსი მდინარეში გადავარდა, შედეგად დაიღუპა 22 და მძიმედ დაშავდა 25 ადამიანი. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მძღოლის დაუდევრობამ გამოიწვია. პოლიციის განცხადებით, მძღოლი საჭეს ნასვამ მდგომარეობში მართავდა.
ცნობისათვის, გზებზე მომხდარი ავიაკატასტროფების შედეგად დაღუპული ადამიანების სტატსიტიკის მიხედვით, ინდოეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.