რეალურად, ის კი არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული, რომ ბატონ სარალიძეს მოუწია კარავში ყოფნა, სამწუხარო ის არის, რომ თქვენ იყენებთ ამას პოლიტიკურად და პოლიტიკურად მოტივირებული თქვენ ხართ, – ასე მიმართა პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო უმრავლეობას.
გიორგი გახარიამ „ევროპული საქართველოს” წევრის, ირაკლი აბესაძის კითხვას, ეთანხმება თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ზაზა სარალიძის ქმედებები იყო პოლიტიკურად მოტივირებული, „გამჭრიახი და ჩამჭრელი კითხვა” უწოდა.
„ფაქტი შემდეგშია, როგორც წინაზე გითხრათ, თემა იმაში კი არ არის, რომ ადამიანი პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე იძულებულია, მიმართოს უკიდურეს ფორმებს, თქვენ, როგორც კეთილსინდისიერი მოქალაქე, იმის მაგივრად, რომ ელემენტარულად, მოქალაქის სტატუსიდან გამომდინარე, მას უბრალოდ გვერდით დაუდგეთ, თქვენ ამისგან აკეთებთ სპექტაკლს“, – მიმართა ოპოზიციას გახარიამ.
მისივე თქმით, ამ ტრაგედიას ოპოზიცია იყენებს პოლიტიკურად და არავინ სხვა.
„თქვენ ვერ იქნებით ჩემზე უფრო დაინტერესებული, რომ ეს საქმე დასრულდეს, უბრალოდ ვერ იქნებით და ეს თუ არ გესმით, საერთოდ აზრი არ აქვს ამ საუბარს, თქვენ თუ ვერ ხვდებით რას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ საგამოძიებო კომისია ეს იყო უბრალოდ ტრაგედია, არამარტო ერთი ადამიანის და არამარტო იმ ხალხის, რომლებიც ამ კომისაზე ისხდნენ, არამედ თქვენი. ამის შემდეგ ეს პასუხისმგებლობა როგორი იქნება საერთო ჩვენი ყველას, ნახავთ. მე გპირდებით ამას პირადად“, – აღნიშნა გახარიამ.