გურჯაანის რაიონის სოფელ ჯინითში, ვენახებს ცეცხლი გაუჩნდა. დამწვრაია სამ ჰექტრამდე საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ვაზი.
არსებული ინფორმაციით, ვენახი რამდენიმე ოჯახს ეკუთვნოდა. მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს.
ხანძრის გამოწვევის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.