აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, უახლოეს დღეებში, გამოაცხადებს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის მხარდასაჭერად საგადასახადდო შეღავათებს საერთ თანხით 100 მლრდ დოლარის ოდენობით.
კერძოდ, საგადასახადო პრეფერენციები გაუგრძელდებათ სამეცნიერო კვლევით და საკონსტრუქტორო საქმიანობის მქონდე კომპანიებს, ასევე კომპანიებს, რომლებიც ანვითარებენ ახალ ტექნოლოგიებს.
აღნიშნული შეღავათების შემდეგ ბიუჯეტში წარმოქმნილი დეფიციტის დაფარვა გათვალისწინებულია სხვა სფეროებიდან კორპორატიული გადასახადების აკრეფით.
თეთრი სახლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სტიმულირების ახალი პროგრამა არ იქნება ისეთივე სახის როგორიც იყო წინა პერიოდში, ბიუჯეტიდან 814 მლრდ. დოლარი მოხმარდა.