ისრაელის სამხრეთში, საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიას ყუმბარმტყორცნიდან ცეცხლი გაუხსნეს. აფეთქების დროს საბავშვო ბაღში არავინ იმყოფებოდა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, ცეცხლი ღაზას ტერიტორიიდან გახსნას და სავარაუდოდ, ეს პალესტინელმა მებრძოლებმა გააკეთეს.
ისრაელის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში პალესტინელმა მებრძოლებმა ქვეყნის ტერიტორიას 115-დე რაკეტა და ნაღმი ესროლეს. ქვეყნის შესაბამისი ოფიციალური პირების თქმით, ამის გამო ისრაელი "ჰამასის" მებრძოლების მიმართ "ნულოვან ტოლერანტობას" გამოიჩენს.