ჩეჩნეთში რუსეთის შინაგანი ჯარების ვერტმფრენი "მი-8" დაცხრილეს. ეკიპაჟმა დაცხრილული ვერტმფრენის დაშვება შეძლო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ბოევიკებმა ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის შს სამინისტროს საჰაერო ძალების ვერტმფრენს, რომელსაც ერთ-ერთ სამხედრო დანაყოფში პროდუქტები გადაჰქონდა. დაცხრილვის შედეგად, ვერტმფრენის ბორტზე მყოფი მეტყვიამფრქვევე დაიჭრა", _ იუწყება რუსული მედია.
ჩრდილო კავკასიაში ჯარების დისლოკაციის დროებითი შტაბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ინციდენტის დეტალები დგინდება. ტარდება ღონისძიებები საარმიო ავიაციის უსაფრთხოების გაძლიერებისათვის.
მასალის გამოყენების პირობები