ირანმა თავისი ბირთვული პროგრამის ინტენსიფიცირება მოახდინა და ამჟამად მას აქვს გამდიდრებული ურანის საკმარისი რაოდენობა სამი ატომური ბომბის შესაქმნელად. ამგვარი დასკვნები გაკეთებულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ახალ მოხსენებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, ირანს ამჟამად 20 კილოგრამზე მეტი ურანი აქვს, რომელიც 20 პროცენტითაა გამდიდრებული. ამას გარდა, ისლამურ რესპუბლიკაში ასევე არის სამი ტონა ურანი, რომელიც, ოფიციალური მონაცემებით გამდიდრებულია 3,5 პროცენტით.