დღეს საფრანგეთში მასშტაბური აქციები იწყება ქვეყნის მიერ შემოთავაზებული საპენსიო რეფორმების წინააღმდეგ. გაფიცვა 24 საათს გაგრძელდება და მოსალოდნელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ბანკების, აეროპორტების და ფოსტების მუშაობის შეფერხება და ზოგიერთ შემთხვევაში კი მათი მუშაობის შეწყვეტა.
ადგილობრივი პროფკავშირები კერძო და სახელმწიფო სექტორიდან გაფიცვაში 100 ათასი ადამიანის გაფიცვას ელიან.
მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს ხელისუფლების გადაწყვეტილება გაზარდოს საპენსიო ასაკი 62 წლამდე, ხოლო სრული საპენსიო განაცემების ასაკი 65-დან 57 წლამდე.
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლია სარკოზი აცხადებს, რომ იგი არ აპირებს უარი განაცხადოს საკუთარ ინიციატივებზე და საპენსიო რეფორმის გატარებას უახლოესი 2 წლის განმავლობაში აპირებს. უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ სამსახურებში არ გამოცხადდა ასობით მასწავლებელი, რომელიც განათლების სფეროში 7 ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას აპროტესტებდნენ მაშტაბური შემცირებებია მოსალოდნელი ქვეყნის სარკინიგზო სეტორშიც.