საბერძნეთის მთავრობაში ცვლილებებია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გეორგიოს პაპანდრეუმ მთავრობაში გადაადგილებები განახორციელა. უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებები დაემთხვა ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების მიერ საბერძნეთისთვის მეორე, მრავალმილიარდიანი სტაბილიზაციის კრედიტის გამოყოფის საკითხის განხილვას.
თუმცა ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა თეოდოროს პანგალოსმა, რომელიც ქვეყნის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეცაა საკუთარი პოსტი შეინარჩუნა. ასევე პოსტზე დარჩა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ევანგელოს ვანიზელოსი.
ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელს, უწყების ყოფილი მოადგილე დიმიტრის დრუტსასი დაიკავებს. ამ დრომდე საგარეო უწყების პირველი პირის პოსტს პრემიერ-მინისტრი ითავსებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იანის რანგუსისი უხელმძღვანელებს, ეკონომიკის სამინისტროს კი მიხალის ხრისოხინდისი. მოქალაქეთა დაცვის სამინისტროს ხრისტოსუ პაპუცისუ, ხოლო შრომისა და სოციალური დაზღვევის უწყებას კი ლუკა კაცელი ჩაუდგება სათავეში.
პოსტზე დარჩა გარემოს დაცვის მინისტრი თინა ბირბილი, ჯანდაცვის მინისტრი კი ანდრეას ლოვერდოსი იქნება. შეიცვალა სოფლის მეურნეობის მინისტრიც. უწყებას სათავეში კოსტას სკანდალიდისი ჩაუდგება.
ქვეყნის მთავრობის შემადგენლობაც გაიზარდა, რაც უწყებებში მინისტრების მოადგილეების ზრდამ განაპირობა.
საბერძნეთის ახალი მთავრობა ფიცს დღეს ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დადებს. განახლებული მთავრობის პირველი სხდომა კი პარასკევს სალონიკში გაიმართება.