ტროპიკულმა ქარიშხალმა ჰერმინემ მექსიკის ჩრდილოეთ შტატებში წყალდიდობა გამოიწვია. დაღუპულია შინაური ფრინველი და პირუტყვი, ასევე განადგურებულია სახნავ-ნათესები. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება.
ამ ეტაპზე, მექსიკაში, დაღუპულებსა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ქარიშხალი ჰერმინე აშშ-ს სამხრეთს კერძოდ, ტეხსასის შტატსაც ემუქრება.