რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე შესაძლოა პრეტენზია ქალმა, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა ვალენტინა მატვიენკომ გამოაცხადოს.
მანამ ვიდრე პოლიტოლოგები 2012 წელს რუსეთში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების სხვა და სხვა სცენარებს განიხილავენ, რომელთა მთავარი ინტრიგა პუტინ-მედვედევის ტანდემის ერთ-ერთი წევრის მიერ გაკეთებული განცხადებაა, ბრიტანული პრესსა გამოდის ინიციატივით განხილულ იქნეს მესამე გზა, რომელმაც შესაძლოა რუსეთს მისცეს საშუალება ჰყავდეს საკუთარი მარგარეტ ტეტჩერი ან ანგელა მერკელი.
გაზეთი "The Independent"-ი პრეზიდენტის კანდიდატობის პოსტზე ვალენტინა მატვიენკოს განიხილავს, რომელმაც რუსეთის ჩრდილოეთის დედაქალაქში მნიშვნელოვანი წარმატებებს უკვე მიაღწია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მატვიენკო ამ მაღალ თანამდებობაზე ვლადიმერ პუტინმა დანიშნა. ამიტომაც _ "იმ პირობის გათვალისწინებით, რომ პრემიერს არ სურს კრემლში დაბრუნება ან ეჭვი ეპარება ღირს თუ არა მედვედევის მეორე ვადით არჩევისათვის მხარის დაჭერა, მატვიენკოს შეუძლია, რომ რუსეთის პირველი სახე გახდეს".
გაზეთი აღნიშნავს, რომ პეტერბურგი 61 წლის მატვიენკოს მმართველობის შვიდი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა უკეთესობისკენ. საუბარია პეტერბურგში არა მხოლოდ ფართოდ გაშლილ მშენებლობებზე, არამედ შობადობის გაზრდასა და ზოგადად, ხალხის განწყობის შეცვლაზე.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს პრეზიდენტ მედვედევსა და პრემიერ პუტინს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მათ მონაწილეობაზე აზრი არაერთხელ გამოუთქვამთ. თუმცა, ტანდემის ორივე მონაწილე მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებიან იმის შესახებ, რომ არჩევნების წინ ისინი მოილაპარაკებენ, მაგრამ კონკურენტები არც ერთ შემთხვევაში არ იქნებიან.
ამასთან ერთად, ასევე აღსანიშნავია, რომ აპრილის ბოლოს მედვედევმა დანიური მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა მინიშნება იმის შესახებ, რომ შესაძლოა 2012 წლის არჩევნებში მანაც და პუტინმაც მიიღონ მონაწილეობა. მაშინ ექსპერტებმა ეს განცხადება ხუმრობად ჩათვალეს.
არჩევნებში "მესამეს" გაჩენის შესახებ განცხადება კვლავ მედვედევმა აგვისტოს დასაწყისში გააკეთა. მან განაცხადა, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა მონაწილეობა მასა და პუტინის გარდა კიდევ მესამე კანდიდატმაც მიიღოს. თუმცა ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ არავითარი "მესამე" სახე არჩევნების პროგრამაში გათვალისწინებულიც კი არ არის.