ავღანეთში დაღუპულ ქართველ ოფფიცერს, მუხრან შუკვანს თბილისში დღეს, 14:00 საათზე ჩამოასვენებენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თავდაცავის სამინისტროში განუცხადეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ალექსეევკის აეროპორტში ქართველ ოფიციალურ პირებთან ერთად აშშ-ს ელჩი საქართველოში, ჯონ ბასიც მივა.
შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს, ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი ოფიცერი, საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი ლეიტენანტი, 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური მუხრან შუკვანი დაიღუპა. ლეიტენანტი შუკვანი 1982 წელსაა დაბადებული.