რუსმა სამართალდამცავებმა მოსკოვის ოსური სათვისტომოს ხელმძღვანელი ვალერი კაბოლოვი დააკავეს და მას შიდაპატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"მოსკოვის ტვერის სასამართლომ მოსკოვის ოსური სათვისტომოს ხელმძღვანელს ვალერი კაბოლოვს შინაპატიმრობა მიუსაჯა. გამოძიების სარჩელი კაბოლოვის დაპატიმრების შესახებ სასამართლოში პარასკევს შევიდა, თუმცა სასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია კაბოლოვისათვის შინაპატიმრობის მისჯა", _ აცხადებს სასამართლოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრა ბერზინა.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია იმის შესახებ თუ რისთვის დააკავეს ოსური სათვისტომოს ხელმძღვანელი ჯერ ჯერობით არ ხმაურდება.