ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელის PAN-Pარკს ინიციატივით კონფერენცია `ევროპის ველური ბუნების მენეჯმენტის გაუმჯობესება~ იმართება.
6 სექტემბერს კონფერენციას ოფიციალურად გახსნიან PAN-Parks-ების მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ლუის ფრანკენჰუისი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიორგი ხაჩიძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძე, საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა ჯაყელი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორი თომა დეკანოიძე და ბორჯომის გამგებელი არჩილ მიქელაძე.
ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელის მე-9 კონფერენციის მთავარი თემაა ველური ბუნების დაცვის გაუმჯობესება, ტურიზმის განვითარების და ვიზიტორებთან კომუნიკაციის საშუალებები და რეინჯერთა როლი ბუნების დაცვაში. კონფერენციაზე აგრეთვე განხილული იქნება კანოაღსრულების, ტურისტული ინფრასტრუქტურის, კვლევა-მონიტორინგისა და ვიზიტორთათვის გაწეული ინტერპრეტაციის საკითხები; მოეწყობა პრეზენტაცია `რატომ და როგორ შეუერთდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი PAN-Parks-ებს".
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 70-მდე ადამიანი - ევროპის 11 ეროვნული პარკის წარმომადგენლები და ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. კონფერენციის შედეგად მოხდება ეროვნულ პარკებს შორის ევროპული გამოცდილების გაზიარება, მონაწილეების ცოდნის გაღრმავება და უახლესი ინფორმაციის მიღება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებისგან.
კონფერენციის ფარგლებში განხორციელდება ველზე გასვლა; მონაწილეები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს და ლაგოდეხის ნაკრძალს მოინახულებენ.
ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელის კონფერენცია წელიწადში ერთხელ იმართება. PAN-Parks-ების გადაწყვეტილებით 2010 წელს კონფერენცია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაიგეგმა, რომელიც 2007 წლიდან ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელის (PAN-Parks) წევრია. PAN-Pარკს ევროპის ველური ბუნების დაცვის ორგანიზაციას წარმოადგენს და ქმნის ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელს