დღეს, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება.
მერკელი ლიტვაში პრეზიდენტის მიწვევით ჩადის.
შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ ორმხრივ ურთიერთოებებს, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს და ვეროპაში ეკონომიკური კრიზისის დაძლევის თემებს.
დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, გერმანია ლიტვის სტრატეგიული პარტნიორია როგორც ევროკავშირში ასევე ნატოში.
გავრცელებული ინფორმაციით მხარეები ევროკავშირი _ რუსეთის ურთიერთოებზეც იმსჯელებენ.
მასალის გამოყენების პირობები