მოლდოვის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით გამართული რეფერენდუმი ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო ჩავარდა.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით რეფერენდუში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 30.98%, მაშინ როდესაც რეფერენდუმის ჩატარებულად ცნობისთვის აუცილებელი იყო 33,33%.
ოფიციალურ მონაცემებს მოლდოვის ცესკო უბნებიდან ოქმების მიღების შემდეგ გამოაცხადებს.
მოლდოვის რიგ რაიონებში რეფერენდუმში მონაწილეობა 34%-დან 43%-მდე ამომრჩეველმა მიიღო. გაგუზიის ავტონომიაში კი 10%-ზე ნაკლებმა. კიშინიოვში აქტოვობამ 30% შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვაში რეფერენდუმი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით გაიმართა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში პრეზიდენტი პირდაპირი კენჭისყრით უნდა აერჩიათ.
მასალის გამოყენების პირობები