ბოლო მონაცემებით მოლდოვაში მიმდინარე რეფერენდუმში მონაწილეობა 10,38% მიიღო. ამის შესახებ "მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანმა იური ჩოკანმა განაცხადა.
მისი თქმით, ადგილობრივი დროით, 13:00 საათის მონაცემებით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ რეფერენდუმში მონაწილეობა უკვე 10% მიიღო.
თავის არჩევანი უკვე გააკეთეს მოლდოვას პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა მიხაი გიმპუმ და პრემიერ-მინისტრმა ვლად ფილატმა.
შეგახსენებთ, რომ დღემდე მოლდოვის პრეზიდენტს ქვეყნის პარლამენტი ირჩევდა. თუმცა, ბოლო დროს პარლამენტში აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილი სამი კანდიდატურა ჩავარდა, შემდეგაც მოლდოვას საკანონმდებლო ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის ფორმაზე რეფერენდუმი ჩატარებულიყო.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ რეფერენდუმზე გადაწყდება ეყოლება თუ არა მოლდოვას ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, თუ მისი დანიშვნის უფლება კვლავ პარლამენტს დარჩება.