პალესტინელმა ბოევიკებმა ისრაელის ტერიტორია, პალესტინასა და ისრაელს შორის დაწყებული პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვიდან ორი დღის შემდეგ დაცხრილეს.
"ბი-ბი-სის" მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ბოევიკებმა ღაზას სექტორიდან რაკეტა გამოუშვეს, რომელიც ისრაელის სამხრეთ ნაწილში დაეცა.
"ეს ინციდენტი დაპირისპირებულ მხარეთა შორის გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან ორი დღის შემდეგ მოხდა. ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, არავინ დაშავებულა", _ იუწყება '"ბი-ბი-სი".
მასალის გამოყენების პირობები