გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, პანკისის ხეობაში ალაზნის არხის, მთის ხევების კალაპოტების გაწმენდა და ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყო.
სამუშაოები სამ ეტაპად განხორციელდება. თავდაპირველად, ალაზნის არხისა და მთის ხევების 9 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდება.
ერთობლივი განცხადება პროექტის დაწყების შესახებ დღეს სოფელ ჯოყოლოში კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა და საქართველოში გაეროს მუდმივმა წარმოამდგენელმა ჯეიმი მაკგოლდრიკმა გააკეთეს. სამუშაოებზე 30 ადგილობრივია დასაქმებული.Pპროექტის საერთო ღირებულება 300.000 ლარია.
გაეროს განვითარების პროგრამა პანკისის ხეობაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემყწობი პროექტების განხორციელებასაც გეგმავს.