ავიაკომპანია Ryanair თვითმფრინავმა ავარიული დაჯდომა განახორციელა. აღნიშნულის მიზეზი ერთ-ერთი მგზავრის მიერ ჭიქა ჩაის ჩაით მიღებული დამწვრობა გახდა.
ფრენის დროს სალონში სანაგებო სიტუაცია შეიქმნა, გამცილებელი პილოტების კაბინაში შეიჭრა და მათ განუცხადა, რომ სალონში მყოფნა 56 წლის ბრიტანელმა ქალბატონმა მდუღარე ჩაი გადაისხა და დამწვრობა მიიღო. ეკიპაჟმა მიიღო გადაწყვეტილება დაზარალებულისთვის ექსტრემალური დახმარების აღმოჩენის შესახებ და თვითმფრინავი უახლოეს - გერმანიის ქალაქ ბრემენის აეროპორტში დასვეს.
დამწვარი ქალი გერმანელ ექიმებს გადასცეს თბითმფრინავმა კი პოლონეთის მიმართულებით ფრენა გააგრძელა.
Ryanair დამწვარ ქალბატონს მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ პოლონეთსი მატარებლით გადაიყვანს. უნდა აღინიშნოს, რომ რამოდენიმე ხნის წინ მწყობრიდან გამოვიდა ავიალაინერი, რომელიც რიო-დე-ჯანეირიდან პარიზში მიფრინავდა თვითმფრინავის დაჯდომის მიზეზი, ლაინერის ტუალეტების მწყობრიდან გამოსვლა გახდა. ასევე რამოდენიმე ხნის უკან, ერთ-ერთი ავიაკომპანიის მგზავრმა, საკუთარი თავი უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლად გამოაცხადა და მისთვის თვითმფრინავის მართვის გადაცემა მოითხოვა. უცხოპლანეტელის დამშვიდება ბორტგამცილებლებმა თვითმფრინავის უახლოეს აეროპორტში დაჯდომის შემდეგ შეძლეს. უცხოპლანეტელი კი ვინაობის გასარკვევად პოლიციას გადასცეს.