ახალი ზელანდიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქალაქში მიწისძვრა მოხდა. აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე რიხტერის შკალით 7,2 ბალი იყო. ამჟამად ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ცუნამის საფრთხე ამ რეგიონში აღარ არის.
მძლავრი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირებულია 66 კილომეტრის სიღრმეზე ახალი ზელანდიის სიდიდით მეორე ქალაქიდან - კრაისტჩერჩიდან 30 კმ დაშორებით. ქალაქში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული.
მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ ჯერობით არ ვრცელდება. თუმცა ქალაქში მთლიანად გათიშულია ელექტროენერგია და მიწისქვეშა რყევები ახლაც იგრძნობა.
მასალის გამოყენების პირობები