ბელორუსში ოპოზიციური საიტის "ქარტია97"-ის შემქმნელი და ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ოლეგ ბებენინი გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. ჟურნალისტის ცხედარი მინსკთან ახლოს მდებარე მის აგარაკზე იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გარდაცვლილის კოლეგა, ჟურნალისტი ნატალია რადინა ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ 36 წლის ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზებზე ამჟამად ინფორმაცია თითქმის არ არსებობს, ამიტომაც უკვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი გარდაცვალება შესაძლოა მის საქმიანობასთან იყოს დაკავშირებული და რომ შესაძლოა იგი იმის გამო მოკლეს, რომ ოპოზიციური ჟურნალისტი იყო.