სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ქარსაცავ ზოლსა და თხილნარს მოედო. დამწვარია 4 ჰექტარი ფართობი.
მეხანძრეებმა 4 საათიანი მუშაობის შემდეგ საფრთხის მინიმუმამდე შემცირება შეძლეს. ამ წუთებში ცალკეული კერების ლოკალიზება მიმდინარეობს, რათა განმეორებითი აალება არ მოხდეს.