ბათუმში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ის მაშველები დააჯილდოვა, რომლებმაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ზღვაში შტორმის დროს ადამიანები გადაარჩინეს. მაშველებს სიმბოლურად სიგელები და საჩუქრები გადასცეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წყალზე მაშველებმა ტურისტულ სეზონზე შტორმის დროს 400-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.
მათივე ცნობით, სამომავლოდ წყალზე მაშველების სახელფასო სარგო გაიზრდება და ასევე იგეგმება ქალების დასაქმება ამ კუთხით.