რუსეთის ფქვილის მწარმოებელთა კავშირში გაერთიანებულმა საწარმოებმა ქვეყნის ვიცე-პრემიერ ვიქტორ ზუბკოვს მიმართეს, რათა გაუქმდეს ფქვილის ექსპორტის აკრძალვა ციმბირის ფედერალური მხარის საწარმოებისთვის. კავშირი მხარს უჭერს მთავრობის გადაწყვეტილებას ქვეყნიდან მარცვლეულის გატანის შეზღუდვაზე. ისინი მიიჩნევენ, რომ გვალვის პირობებში, როდესაც მარცვლეულის კულტურის მოყვანა მნიშვნელოვნად შემცირდა, აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს სასურსათო და პურ-ფურაჟეულის მოთხოვნილებების საკუთარი მარცვლეულით დაკმაყოფილებას.
კავშირში მიიჩნევენ, რომ ექსპორტიორი ფირმები არ დაზარალდებიან ბაზრის დაკარგვის გამო, რადგანაც ისინი არიან ხუთი უცხოური კორპორაციის შვილობილი კომპანიები, რომლებიც აკონტროლებენ მსოფლიოს მარცვლეულის ბაზარს. ეს კი შესაძლებელს გახდის, ისინი რუსული მარცვლეულით მათთვის ხელსაყრელ დროს დაბრუნდნენ მსოფლიო ბაზარზე.
რაც შეეხება ციმბირის ფედერალურ ოლქში განთავსებულ საწარმოებს, ისინი ექსპორტს მონღოლეთში, ავღანეთსა და ტაჯიკეთში ახორციელებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ მათზედაც გავრცელდება ექსპორტის შეზღუდვა, ისინი ამ ბაზარს დაკარგავენ და მათ, სავარაუდოდ, ყახაზეთი ჩაანაცვლებს.