ადვოკატმა ქეთი ბექაურმა ცოტნე გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით ახალი მტკიცებულებების გამოქვეყნება დაიწყო.
ძველი თბილისის რაიონულ სამმართველოში ბექაურმა დღეს დამოუკიდებელი საექსპერტო კრიმინალისტიკური ბიუროს დასკვნა წარუდგინა, რომელიც გამოძიების მიერ ჩატარებული დასკვნისგან განსხვავებულია.
"კერძოდ, აღნიშნულმა ბიურომ ცოტნე გამსახურდიას თითებზე დენთის კვალი ვერ აღმოაჩინა. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერტიზა არაობიექტურია", - განუცხადა ბექაურმა "ჯი-ეიჩ-ენს".
ამასთან, ადვოკატი დაზარალებულის - დავით ბაჯელიძის დაკითხვას მოითხოვს, რომლის დაჭრისთვისაც გამსახურდია დააკავეს.
"გამოძიებას დაზარალებული ბაჯელიძე ჯერ კიდევ არ დაუკითხავს, არადა ის უკვე კარგადაა და პალატაშია გადაყვანილი. აღნიშნულიც მიუთითებს იმაზე, რომ გამოძიება არაობიექტურად მიმდინარეობს", - დასძინა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია მეზობლის - დავით ბაჯელიძის დაჭრისთვის 27 ოქტომბერს დააპატიმრეს. მას განზრახ მკვევლობისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბარლდებით ამჟამად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. გამსახურდია გლდანის მე-8 საპყრობილეშია მოთავსებული