ლევან ვარშალომიძემ პოლონეთის დელეგაცია მიიღო. სილეზიის ოლქის გუბერნატორს ბოგუსლავ პიოტორ სმიგიელსკის და დელეგაციის სხვა წევრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმასპინძლა. ლევან ვარშალომიძემ სტუმრებს რეგიონის საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალი გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში სილეზიის ოლქის წარმომადგენლები ბათუმის ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებენ. აჭარას პოლონეთის დელეგაცია საპასუხო ვიზიტით სტუმრობს. 6-წევრიანი დელეგაცია აჭარას 3 სექტემბერს დატოვებს.