ქუთაისში მდებარე კინო "საქართველო" საშინელებათა ფილმ "მონაზვნის წყევლას" ქართულად არ გაახმოვანებს და მას მხოლოდ ინგლისურ და რუსულ ენაზე აჩვენებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში კინო "საქართველო" აღნიშნავს, "ადმინისტრაციამ ნახა ფილმი და გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე მიიღო, რომ ფილმი აკნინებს და შეურაცხყოფს რელიგიას".
"27 სექტემბრიდან ვგეგმავდით ფილმის "მონაზვნის წყევლა" ქართული დუბლიაჟის მომზადებას, მაგრამ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ფილმს ქართულად არ გავახმოვანებთ.
ადმინისტრაციამ ნახა ფილმი და გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე მიიღო, რომ ფილმი აკნინებს და შეურაცხყოფს რელიგიას. ჩვენ პატივს ვცემთ მორწმუნეთა გრძნობებს და რწმენას, ფილმი წარმოდგენილი იქნება სეანსების მცირე რაოდენობით, რუსულ და ინგლისურ ენებზე", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, საშინელებათა ჟანრის ფილმი "მონაზვნის წყევლა" რუმინეთში მონაზვნის თვითმკვლელობის ამბავს ეხება. მისი ჩვენება თბილისის კინოთეატრებში დღეიდან იწყება. ქუთაისისგან განსხვავებით, თბილისში ფილმი უცხო ენების გარდა, ქართულ ენაზეც გავა.