ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მიკროავტობუსიდან ჩამოსვლის დროს ქალი დაშავდა.
"აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, მან მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებულ ქალს ქალა ფუძის მოტეხილობა აქვს და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ოჯახის წევრების თქმით, მას სამარშრუტო ტაქსის მძღოლი დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამბობენ, რომ ქალი სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვლის დროს დაშავდა.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მათივე ცნობით, მუხლი მას შემდეგ გადაკვალიფიცირდება, როცა ოფიციალური დასკვნა იქნება ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.