„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ ნატო ჩხეიძემ პარტია გუნდისგან არასათანადო მხარდაჭერის გამო დატოვა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები არიან, „ომეგას“ ირგვლივ განვითარებული პროცესების შესახებ მან მედიიდან შეიტყო.
„არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ის არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ თითქოს, პარტიის მხრიდან მას სათანადო მხარდაჭერა არ ჰქონდა. შენი გუნდის წევრს რომ მხარდაჭერა გამოუცხადო, ზუსტად უნდა იცოდე რა პროცესთან გაქვს საქმე. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცოდით დეტალები „ომეგას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ტელეკომპანია ”იბერიას” დამფუძნებელმა, ნატო ჩხეიძემ განცხადება “პატრიოტთა ალიანსიდან“ გასვლის შესახებ გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში გააკეთა. დეპუტატი გადაწყვეტილების კონკრეტულ მიზეზებზე საუბარს საპარლამენტო ტრიბუნიდან გეგმავს.