თემქაზე შეყვარებულის მიერ მოკლული ანა ნაცვლიშვილის საქმის პროცესზე დღეს 3 მოწმე დაკითხეს.
"დღეს გამოვკითხეთ სამი მოწმე, ორი ექსპერტი. ერთმა მათგანმა მიკრონაწილაკური ექსპერტიზა ჩაატარა, ამ დასკვნითა და ექსპერტის ჩვენებით, დადგენილია, რომ ბრალდებულის ტანსაცმელსა და გარდაცვლილ ანა ნაცვლიშვილის ტანსაცმელზე, საერთო გვაროვნული კუთვნილების ბოჭკოები იქნა აღმოჩენილი.
გარდა ამისა, გამოკითხულ იქნა ექსპერტ-ფსიქიატრი, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო. გარდა, ამისა, გამოკითხულ იქნა ერთ-ერთი გამომძიებელი, რომელიც მონაწილეობდა ბრალდებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკაში, საიდანაც დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა ამოიღეს", - აცხადებს საქმის პროკურორი, გრიგოლ ბიბილაშვილი.