თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე კვლავ ბრალდების მხარე განაგრძობს მტკიცებულებების გამოკვლევას.
დღევანდელ სხდომაზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი და 1 მოწმე გამოიკითხება.
ცნობისთვის, 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე მოკლულის შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს, ის ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს.