დეპუტატი ნატო ჩხეიძე "პატრიოტთა ალიანსს" ტოვებს.
ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა
მისი თქმით, ის სავარაუდოდ, დამოუკიდებელი დეპუტატი გახდება.
„ფრაქციის დატოვებას ვაპირებ, ამას გავაჟღერებ სესიაზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტში აუცილებლად მოინახება ერთი დეპუტატი მაინც, რომ ფრაქცია არ დაიშალოს და გააგრძელონ ჩვეული მოღვაწეობა, თუ მუშაობა საქართველოს პარლამენტში და მე ალბათ დავრჩები დამოუკიდებელი დეპუტატი“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.