ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში გველმა მამაკაცს ფეხზე უკბინა.
არსებული ინფორმაციით, 41 წლის შალვა გაწირიძე სახლში ბრუნდებოდა, როდესაც ქვეწარმავალს ფეხი დაადგა.
დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გაეწია, რის შემდეგაც უკვე კატასტროფის ბრიგადამ თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.