ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ოზურგეთში ორი ახალგაზრდა დაჭრეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ოზურგეთში კლინიკა „მედალფაში" გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მათ ოპერაცია უტარდებათ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. აღნიშნულ დანაშაულზე დაკავებულია ერთი პირი. საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.