საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას შავ ზღვაზე არსებულ საშტორმო მდგომარეობასთან დაკავშირებით აფრთხილებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, შავ ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია.
"შავი ზღვის სანაპიროზე ტალღების სიმაღლე 3 მეტრს აღწევს. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს.
გთხოვთ, დაემორჩილოთ მაშველების რეკომენდაციებს. აკრძალვა მოქმედებს 16 სექტემბრის 10:00 საათამდე", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.