ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელიც ტყიბულიდან სოფელ ცუცხვათის მიმართულებით მიდიოდა, გადაბრუნდა.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შედეგად რამდენიმე მგზავრი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.