ქობულეთში მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.
"აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიუღუპა, 4 კი, დაშავდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ორ მოქალაქეს სხეულის ზედაპირული დაზიანებები აქვს, ორის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.