აჭარის მთავრობა საზაფხულო საძოვრებზე, ეპიზოოტური მდგომარეობით დაინტერესდა. ამ მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე სოსო თურმანიძე, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსი თამაზ ჯაფარიძე ვეტერინარ ექიმებთან ერთად იმყოფებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტში, საზაფხულო საძოვრებზე მოსახლეობასთან შეხვედრისა და ეპიზოოტური მდგომარეობის გაცნობის მიზნით.
მოსახლეობის განცხადებით საზაფხულო იალაღებზე ეპიზოოტური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვეტერინარი ექიმებისგან მოსახლეობას მიეცათ შესაბამისი რჩევები პირუტყვის მოვლის, შენახვისა და ჰიგიენური პირობების დაცვის შესახებ