სარფში ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
დაზიანებები საქართველოს ერთმა და თურქეთის 2 მოქალაქემ მიიღო.
დაშავებულია სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული მამაკაცი ასევე, ხარაჩოსთან ახლოს მყოფი დედა-შვილი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
"აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, ბავშვი მოთავსებულია დედათა და ბავშვთა ცენტრში, დაშავებული ქალი და მამაკაცი კი მკურნალობის კურსს რეფერალურ საავადმყოფოში გადის.
სასწრაფო დახმარების სამსახურში ამბობენ, რომ დაშავებულებს სხეულზე სხვადასხვა ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის მსუბუქი მოტეხილობა.
მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.