გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტებმა ქ .ბათუმში, სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
პროექტი, „ცოფის უკეთესი კონტროლის სტრატეგია“ აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მოხდა ცოფის სამუშაო ჯგუფის წევრების არჩევა, ვაქცინაციის ექსპერტებთან საკონსულტაციო შეხვედრისთვის თარიღის დადგენა და ცოფის კონტროლის სტრატეგიის შემუშავება. შეხვედრის დროს, მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ჩატარდა რამდენიმე დღიანი სამუშაო პრაქტიკები.
ლაბორატორიის სპეციალისტები გააკეთებენ პრეზენტაციას ცოფის დაავადებასთან დაკავშირებით.
შეხვედრის მიზანია სამეცნიერო კვლევაში ცოფის ვირუსის ობიექტური შეფასება, ქართული სტანდარტების ჩამოყალიბება-დანერგვის საკითხების განხილვა და მათი გაზიარება სამეცნიერო საზოგადოებასთან. ასევე, ქვეყნისა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე მომუშავე სტრუქტურების პოტენციალის განსაზღვრა სხვადასხვა რისკების დროს.
პროექტის შედეგია რეგიონში დარგის სპეციალობების მიხედვით საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება და შემდგომ საკუთარ ქვეყნებში მომხმარებლებისათვის გაუმჯობესებული სერვისის შეთავაზება.