განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანებით, კახეთის რეგიონში 6 სკოლა გაუქმდა. აქედან სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბის საჯარო სკოლა - პანსიონი, სადაც მზრუნველობამოკლებული ბავშვები სწავლობდნენ, დღეიდან ლიკვიდირებულია.
მინისტრის ბრძანების თანახმად, 2010 წლის 31 დეკემბრამდე, ლიკვიდირებული უნდა იყოს გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა საჯარო სკოლა - პანსიონი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის მეორე საჯარო სკოლაც, სადაც ასევე მზრუნველობამოკლებული ბავშვები სწავლობენ.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილისწყაროს სკოლა სოფელ ახალსოფლის პირველ საჯარო სკოლას შეუერთდა; სოფელ შაქრიანის სკოლა - ენისელის სკოლას; ახმეტის რაიონის სოფელ არგოხის სკოლა კი სოფელ მაღრაანის სკოლას შეუერთდა.