ქარმა გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში იაგანაშვილების საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოანგრია. ნგრევის დროს სახლში 5 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვებიც. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც დაზარალებული ოჯახის წევრებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, ადგილი, სადაც ისინი ცხოვრობენ, მეწყერსაშიში ზონაა.
დაზარალებულებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი შოთა უტიაშვილი შეხვდათ და დახმარებას დაპირდათ.